Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | მიხეილ სააკაშვილი - თავდაცვის სამინისტროში დღეს პირდაპირ ჩასვეს გრუ-ს აგენტურა
ipn.ge
21 December 2014, 12:20
არ მსურს, ქართველმა ოფიცრებმა დატოვონ თავდაცვის სამინისტრო, მაგრამ მესმის და ვამაყობთ მათით, ვინც უკრაინელებს ეხმარებიან, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა "რუსთავი 2"-თან ინტერვიუში განაცხადა.
"ეს იყო ძალიან მაგარი ოფიცერი, რომელმაც გაიარა ამერიკელების მომზადების კურსები საქართველოშიც და შემდეგ ავღანეთშიც. იყო ავღანეთში და ერაყში. შემდეგ მსახურობდა საქართველოს პოლიციაში და ძალიან ბევრჯერ უთხრა ქართული ლეგიონის მეთაურს მამუკა მამულაშვილს, რომ აღარ შემიძლია აქ გაჩერება და ჩამოსვლა მინდაო. სამი თვის წინ ჩამოვიდა უკრაინაში. გრუ-ს სპეცრაზმთან შეტაკებაში დაიღუპა. რაც შეეხება თავდაცვის სამინისტროს განცხადებას, რა კომენტარი შეიძლება გავაკეთოთ?! კომენტარიც არ არის საჭირო. ეს ხალხი ან საერთოდ უსისხლოა ან მართლა ბოლომდე გადაჯიშებული, ან საერთოდ არეული აქვთ რამსები. ძალიან კარგად უპასუხა პოლკოვნიკმა დავით მაყიშვილმა, რომელიც გენერალ კალანდაძესთან ერთად წვრთნის უკრაინულ სპეცრაზმს მარიუპოლში, რომ თქვენს სინდისს წმენდს იქ. პოლონეთში მაგალითად, დღემდე ყველა პატარა ბავშვმაც კი იცის ქართველი ოფიცრების გმირობის შესახებ, რომლებიც პოლონეთში იბრძოდნენ. გენერალი სუმბათაშვილი და სხვა გმირები, რომლებიც იბრძოდნენ პოლონეთში, არის მთავარი ისტორიული ხიდი საქართველოს და პოლონეთს შორის. ასეთივე ხიდია ჩვენები უკრაინაში", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მისივე თქმით, საქართველოს მთავრობა ცრუობს, როდესაც ამბობს, რომ ის მოუწოდებს ქართველებს უკრაინაში წავიდნენ. "თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ის კადრები, რასაც ვამბობ საჯაროდ და პირადად ყველას ამას ვეუბნები – სრულიად არ მსურს და არ მოვუწოდებ ქართველ ოფიცრებს, დატოვონ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო. საქართველოს თავდაცვის სამინისტროში დღეს პირდაპირ ჩასვეს გრუ-ს აგენტურა _ ეს არის მინისტრი, რომელიც როცა იყო კონტრდაზვერვის უფროსი, რომელიც იბარებდა ამ ოფიცრებს და აფრთხილებდა მათ, რომ უკრანაში წასვლა გამოიწვევდა სისხლის სამართლის საქმის აღძვრას; ეს არის მისი მოადგილე, რომელიც არის პუტინის მეხუთე კოლონის – ბურჯანაძის პარტიის წარმომადგენელი", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
ექსპრეზიდენტის თქმით, ქართული ჯარი მისი შექმნილიცაა და როგორ შეიძლება უნდოდეს, ოფიცრებმა დატოვონ ის, მაგრამ ესმის, რატომ ჩადიან ქართველები უკრაინაში და ამაყობს მათით.




წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი